ლევან კორღალიძემ გორის „დილა“ საკუთარი სურვილით დატოვა #1TVSPORT
დღეს, 00:29
საქართველოს ვიცე-ჩემპიონის, გორის „დილას“ ხელმძღვანელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყეს - ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

საფეხბურთო პორტალის ცნობით, ლევან კორღალიძემ გუნდში მისვლიდან არასრულ 1 თვეში გუნდი დატოვა, ხელმძღვანელობას კი წასვლის თხოვნით თავად მიმართა.

Geo Team-ის ინფორმაციით, გორის „დილას“ მენეჯმენტის გეგმებში ევროთასების დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში მთავარი მწვრთნელის შეცვლა არ შედიოდა.

მაგრამ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტისთვის „დილაში“ გატარებული პერიოდი უიღბლო გამოდგა - მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა, მათგან 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.

ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში გორის „დილა“ ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე მუშაობს. გავრცელებული ცნობით, აქცენტი უცხოელ მწვრთნელზე გაკეთდება.