ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
გუშინ, 18:19
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დადებითი დინამიკა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დამატებითი შესაძლებლობები.

ამასთან, ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს.