საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ფარერის კუნძულების გუნდთან დამარცხდა #1TVSPORT
გუშინ, 19:41
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა  მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები მე-15 წუთზე მაიკო ბებიამ პენალტის ნიშნულიდან გატანილი ბურთით დააწინაურა. სტუმრებმა ანგარიში პირველ ტაიმში არბიტრის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე გაათანაბრეს და ტაიმი 1:1 დასრულდა.

53-ე წუთზე ფარერელთა კარში მეორე ბურთი ნინო ბუხრიკიძემ გაიტანა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო წუთებზე ორი გოლი გაუშვა და შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი წააგო.

მომდევნო მატჩს „ჯვაროსნები“ 9 ივნისს კვლავ თბილისში, მიხეილ მესხი სახელობის სტადიონზე საბერძნეთთან გამართავენ - შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.



საქართველო-ფარერის კუნძულები 2:3





გოლები: ბებია (15-პენ). 1:1 ზაკარიასარდოტირი (45+3). 2:1 ბუხრიკიძე (53). 2:2 ოენსენი (87-პენ). 2:3 მორი (90+1)

საქართველო: გაბუნია, კალანდაძე, ტატუაშვილი (22. წოწერია/90+1. ხელაშვილი), კვირკვაია, დანელია, მეტონიძე, ამბალია (46. ქადაგიშვილი), მწყერაშვილი (66. კაპანაძე), ბებია, ბუხრიკიძე, სულაშვილი (90+1 ჩემინავა).

სათადარიგო: თაბაგარი, გაბელაია, ჩხარტიშვილი, პავლიაშვილი, ნარსია, ბოლქვაძე, კანკია.