საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა აშშ-სთან ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT
დღეს, 20:33
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში ამერიკის 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში ჩატარებულ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდს ტრავმების გამო გაბრიელ სიგუა, ალეკო ბასილაძე და გიორგი გვასალია ვერ ეხმარებოდნენ, ხოლო ირაკლი ეგოიანი და საბა ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ალექსანდრე ნარიმანიძეს ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველმა პენალტი ვერ გაიტანა. მეტოქეებმა მომენტები მეორე ნახევარშიც შექმნეს, მაგრამ შანსით მხოლოდ ამერიკელებმა ისარგებლეს - მე-80 წუთზე საქართველოს ნაკრების დაცვის შეცდომით ბრის ჯემისონმა ისარგებლა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ახალგაზრდული ნაკრები ბულგარეთში მეორე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს - 9 ივნისს ნისპორენში ქართველი 21-წლამდელების მეტოქე მოლდოვის ნაკრები იქნება.



საქართველო (U21) - აშშ (U21) 0:1





გოლი: 0:1 ბრის ჯემისონი (80).

გამოუყენებელი პეალტი: ნარიმანიძე

საქართველო: მაქაცარია, ნარიმანიძე, ამისულაშვილი, ტაბატაძე (81. რობაქიძე), ბუკია, წულუკიძე (12. ღურწკაია), ლორთქიფანიძე (62. პარკაძე), დადიანი (81. ქვარცხავა), ცეცხლაძე (62. ჩიქოვანი), ჯაფარიძე (90. ზოიძე), დეისაძე (62. კოხრეიძე).

სათადარიგოები: ყავლაშვილი, ბერუაშვილი, გიუნაშვილი, გრიგალავა, ბერელიძე.