ბაჰრეინის ნაკრების მწვრთნელი - დაცვაში დაშვებულმა შეცდომამ თამაშის მსვლელობა შეცვალა #1TVSPORT
გუშინ, 22:41
ბაჰრეინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დრაგან ტალაიჩმა საქართველოსთან ამხანაგური შეხვედრის (2:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.

„პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და ვილი სანიოლს გამარჯვებას. შევეცადეთ, საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ ეს მეტოქეზეც არის დამოკიდებული. უფრო დიდი დრო დაცვაში გავატარეთ და ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, შეცდომა დავუშვით, რომლითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა.

ჩემი აზრით, პენალტი არ იყო დასანიშნი. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც კარგი მატჩი ჩაატარეს. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

შევეცადეთ შეტევაში უფრო აქტიურად გვემოქმედა, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება არ მოგვცა და დასანანი შეცდომა დავუშვით, რამაც თამაშის მსვლელობა შეცვალა“.