2026 წლის 4 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან, ელენი კუნალაკისთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კალიფორნიის შტატში საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის დაფუძნების საკითხი განიხილეს.
„საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრესს, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას, სტრატეგიულ მდებარეობასა და პოტენციალს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების კონტექსტში სან ფრანცისკოში საქართველოს წარმომადგენლობის მუშაობაზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოტენციალის სათანადოდ გამოყენების მნიშვნელობაზე. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა დაადასტურეს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.