როლან გაროსის 2026 წლის გათამაშებაზე მამაკაცთა შორის ფინალური წყვილი ცნობილია - გერმანიის სახელით გამომსვლელი ალექსანდრ ზვერევი იტალიელ ფლავიო კობოლის შეხვდება.
29 წლის ზვერევმა ნახევარფინალში ახალგაზრდა ჩეხი - იაკუბ მენშიკი ოთხ სეტში, 7:5, 6:2, 3:6, 6:3 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში მეოთხედ გავიდა. წინა სამ ფინალში ზვერევი დამარცხდა, მათ შორის 2024 წელს როლან გაროსზე.
რაც შეეხება 24 წლის კობოლის, ის ფინალში ბრძოლის გარეშე გავიდა, მისი მეტოქე, ასევე იტალიელი მატეო არნალდი ტრავმის გამო არ გამოცხადდა და კობოლი დიდი სლემის ფინალში კარიერაში პირველად იასპარეზებს.
2026 წლის როლან გაროსის ფინალი მამაკაცთა შორის 7 ივნისს შედგება.