აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს
დღეს, 03:12
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ჩამოაგდეს ირანის ოთხი ერთჯერადი გამოყენების თავდასხმითი დრონი, რომლებიც ჰორმუზის სრუტის მიმართულებით იყო გაშვებული. აღნიშნული დრონები საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონში საზღვაო მიმოსვლას. ამის შემდეგ აშშ-ის ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სანაპირო სადაზვერვო რადარის პოზიციებზე გორუკში და კუნძულ ქეშმზე, რათა აღეკვეთათ შემდგომი თავდასხმები და დაეცვათ საზღვაო უსაფრთხოება. ამერიკული ძალები კვლავ სრულ მზადყოფნაში რჩებიან და მზად არიან, თავდაცვის მიზნით უპასუხონ ირანის ნებისმიერ გაუმართლებელ აგრესიას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Moments ago, CENTCOM forces shot down four Iranian one-way attack drones that were launched toward the Strait of Hormuz. The attack drones posed an immediate threat to regional maritime traffic. U.S. forces subsequently struck Iranian coastal surveillance radar sites in Goruk and…


— U.S. Central Command (@CENTCOM) June 5, 2026