„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ლენარტ კარლი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, - ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Sport Bild-ი.
18 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გამოკვლევაზე გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, ნახევარმცველს კუნთი აქვს გაწყვეტილი და ვერ მოასწრებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის აღდგენას. გერმანიის ნაკრების განაცხადში მის ადგილს „ლაიპციგის“ შემტევი ასან უედრაოგო დაიკავებს.
ამ სეზონში კარლმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.