მარკო რუბიო - ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვებას, მოუთმენლად ველოდებით ერთობლივ მუშაობას, რათა სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ უზრუნველვყოთ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა
დღეს, 02:24
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას ხელახლა გამარჯვებას არჩევნებში. ჩვენ ერთგული ვრჩებით ისტორიული ვაშინგტონის მშვიდობის სამიტის მიზნების ხელშეწყობის, მათ შორის „ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობის“ მიმართ. მოუთმენლად ველოდებით ერთობლივ მუშაობას, რათა სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ უზრუნველვყოთ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, - წერს რუბიო.


Congratulations to Prime Minister @NikolPashinyan on his party’s reelection. The United States stands with Prime Minister Pashinyan and Armenia in the pursuit of peace, and we are committed to advancing the goals of the historic Washington Peace Summit, including implementation…


— Secretary Marco Rubio (@SecRubio) June 8, 2026