ამხანაგური მატჩი | ნიდერლანდებმა გაკპოს დუბლით უზბეკეთს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს, 00:44
ნიდერლანდების ნაკრებმა ნიუ იორკის „აიკენ სტედიუმზე“ ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის ნაკრები დაამარცხა - 2:1.

32-ე წუთზე „ლივერპულის“ ფორვარდმა, კოდი გაკპომ პენალტით დააწინაურა რონალდ კუმანის გუნდი. 88-ე წუთზე გუს ტილის გაძევების გამო ნიდერლანდები 10 კაცით დარჩა მოედანზე, რის შემდეგაც, 93-ე წუთზე უზბეკეთის მხრიდან ანგარიში გაათანაბრა იგორ სერგეევმა. თუმცა ოთხ წუთში გაკპომ კიდევ ერთი პენალტის შესრულების უფლება მიიღო და დუბლი მიითვალა.