„რეალმა“ უეფა-ს მიმართა და „ბარსელონასთვის“ 23 ტიტული ჩამორთმევა მოითხოვა #1TVSPORT
დღეს, 00:02
მადრიდის „რეალმა“ უეფა-ს მიმართა მოთხოვნით, ჩამოერთვას „ბარსელონას“ 23 ტიტული. ამის შესახებ გაზეთმა AS-მა დაწერა.

„რეალის“ მოთხოვნა უკავშირდება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას საქმეს.

„რეალს“ სურს, რომ „ბარსელონას“ ჩამოერთვას 23 ტიტული, რომელიც 2001-18 წლების პერიოდშია მოპოვებული. დროის სწორედ ეს მონაკვეთი ფიგურირებს ნეგრეირას საქმეში.

ამ დროის განმავლობაში „ბარსელონამ“ ცხრაჯერ მოიგო ლა ლიგა, ექვსჯერ - ესპანეთის თასი და რვაჯერ - ესპანეთის სუპერთასი.