რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჰიტლერის კვალს დღეს ვინც მიჰყვებიან, არ უნდა დაივიწყონ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ისტორიაში სხვა ტირანების მსგავსნი იქნებიან
დღეს, 18:19
ჰიტლერის კვალს დღეს ვინც მიჰყვებიან, არ უნდა დაივიწყონ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ისტორიაში სხვა ტირანების მსგავსნი იქნებიან, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა
განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა დაჩაგრულებს დახმარების ხელი გაუწოდოს, ასევე უზრუნველყოს, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტებისთვის პასუხისმგებელმა ქსელმა კანონისა და ისტორიის წინაშე აგოს პასუხი.
„ისინი, ვინც ჩვენს გეოგრაფიას იმ ზვიგენებივით ესხმიან თავს, რომლებმაც სისხლის სუნი იგრძნეს, საბოლოოდ აგებენ პასუხს დაღვრილი სისხლისთვის და დაჩაგრულთა ზეციური ძახილი ადრე თუ გვიან მჩაგვრელებსაც დაეწევა“, - აღნიშნა ერდოღანმა.