დონალდ ტრამპი - ირანმა შეთანხმების დადების შესახებ რაც თქვა, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს, ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია, ჯობია, თავი ხელში აიყვანონ და რაც შეიძლება, სწრაფად
დღეს, 19:03
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებას მცდარი პირობების გავრცელებაში ადანაშაულებს და ირანის მთავრობას არაკეთილსინდისიერს უწოდებს.

ტრამპის მტკიცებით, ირანის მიერ ყალბი ამბებისთვის გაჟონილ პირობებს არაფერი აქვს საერთო წერილობით შეთანხმებულ პირობებთან.

„ის, რაც მათ თქვეს, მათ შორის ვგულისხმობ მათ სუსტ და სავალალო განცხადებას შეთანხმების დადების შესახებ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია. მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია. საოცარია! ასევე, ჰორმუზის სრუტიდან გასული ინდოეთის გემების წინააღმდეგ გუშინ ღამით განხორციელებული დრონებით თავდასხმის უარყოფა სრულიად მიუღებელია. ჯობია, თავი ხელში აიყვანონ და რაც შეიძლება, სწრაფად“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.