პაკისტანის პრემიერი - აშშ-მა და ირანმა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმის ტექსტის საბოლოო ვარიანტი შეათანხმეს, მშვიდობა არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა
დღეს, 21:00
აშშ-მა და ირანმა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმის ტექსტის საბოლოო ვარიანტი შეათანხმეს. ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაკისტანი ახლა მჭიდროდ თანამშრომლობს ორივე მხარესთან შემდგომი ნაბიჯების დასამტკიცებლად.

„ჭორების გვერდზე გადადებით, შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, შეთანხმებული ტექსტი მზად არის. პაკისტანი ახლა მჭიდროდ თანამშრომლობს ორივე მხარესთან შემდგომი ნაბიჯების დასამტკიცებლად. მშვიდობა არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა“,  - დაწერა შარიფმა სოციალურ ქსელ X-ში.

Amid ongoing intense mediation efforts by Pakistan, we are fully aware of incessant misinformation campaign being waged by those who want to sabotage the peace deal. Setting aside the noise, we can confirm that a final, agreed upon text of the peace deal has been reached and…


— Shehbaz Sharif (@CMShehbaz) June 12, 2026