ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსთვის
გუშინ, 23:43
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილების გამო, რომლითაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირეს.

„მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, მუშაობს ჩვენი სახელმწიფოსთვის და გვეხმარება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს ევროკავშირში და თითოეულ ლიდერს პირადად ამ ძლიერი ნაბიჯისთვის. უკრაინა იცავს საკუთარ თავს და ამით მთელ ევროპას - იმ იდეას, რომ ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ გაერთიანება თავისუფლად, მშვიდობიანად.

როგორც ვთქვით, უკრაინა აკეთებს იმას, რაც საჭიროა და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმაც შეასრულოს თავისი სიტყვა. პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხისთვის.

ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით ევროპას ყველა სხვა სახის მხარდაჭერისთვის - მხარდაჭერისთვის, რომელიც აჩვენებს ნამდვილ ლიდერობას და გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში. ასევე, ყველაფერი გაკეთდა შემდეგი კლასტერების გასახსნელად. ჩვენ ასევე ვულოცავთ მოლდოვას ამ ნაბიჯს, რომელსაც ჩვენ ერთად ვდგამთ“, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ. გაწევრიანების ფორმალური მოლაპარაკებები 15 ივნისიდან ლუქსემბურგში, მთავრობათაშორისი კონფერენციების ფარგლებში თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე დაიწყება. 18 ივნისს კი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე საკითხის დამტკიცების შემდეგ ექვსიდან პირველი კლასტერი გაიხსნება და დაიწყება აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი.

I thank all our people who are fighting for Ukraine, working for our state, and helping defend our national interests. And I thank all our partners in the EU and every leader personally for this strong step for the sake of Europe. Ukraine is defending itself and, in doing so, all… https://t.co/wLYz00Nd0B


— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 12, 2026