მაია სანდუ - მივესალმები ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას, მოლდოვა მზად არის, გახსნას ყველა კლასტერი
დღეს, 00:46
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში ეხმაურება  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას, რომლითაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დაუჭირე სმხარი.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან. მივესალმები ორშაბათს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას. მოლდოვა მზად არის, გახსნას ყველა მათგანი - ჩვენ შევასრულეთ სამუშაო და გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას. ველოდებით ევროკავშირ-მოლდოვის სამიტს 22 ივნისს“, - წერს მაია სანდუ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ. გაწევრიანების ფორმალური მოლაპარაკებები 15 ივნისიდან ლუქსემბურგში, მთავრობათაშორისი კონფერენციების ფარგლებში თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე დაიწყება. 18 ივნისს კი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე საკითხის დამტკიცების შემდეგ ექვსიდან პირველი კლასტერი გაიხსნება და დაიწყება აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი.

Good call with @eucopresident António Costa. I welcome the decision to open the first cluster of accession negotiations on Monday. Moldova is ready to open all of them — we’ve done the work, and we’ll keep delivering reforms. Looking forward to the EU–Moldova summit on 22 June.


— Maia Sandu (@sandumaiamd) June 12, 2026