ედენ აზარი - ბელგიის ნაკრებისგან ისეთი მოლოდინი არ არის, როგორც 2018 ან 2022 წელს #1TVSPORT
დღეს, 00:11
ბელგიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა ილაპარაკა საკუთარი მოლოდინის შესახებ ეროვნული გუნდის გამოსვლისგან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე. ბელგიელები G ჯგუფში ითამაშებენ ეგვიპტესთან, ირანსა და ახალ ზელანდიასთან.

„ეჭვგარეშეა, რომ ბელგია უძლიერესი გუნდია თავის ქვეჯგუფში. მაგრამ პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. შემადგენლობა გამოცდილი ვეტერანებისა და ახალი თაობის ნაზავია, რომელიც თანდათან წინა პლანზე გამოდის. ის ფაქტი, რომ ბელგიას არ მიიჩნევენ მთავარ ფავორიტად, გუნდს საშუალებას მისცემს, უფრო თავისუფლად და მშვიდად ითამაშოს. ბელგიაში მოლოდინი დიდია, მაგრამ არა ისეთი, როგორც ეს 2018 და 2022 წლებში იყო.

რუდი გარსიას ადრე არ უმუშავია ნაკრებებთან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაა. მას საკმარისი გამოცდილება აქვს ამ სამუშაოსთვის და იცის, როგორ გაუმკლავდეს მას. ის არის მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის პირდაპირ ლაპარაკობს, ამასთან, შესანიშნავი ადამიანია. ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება“, - მოჰყავს აზარის სიტყვები ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდს.