ისრაელის სამხედრო ძალების
ცნობით, ლიბანურმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამი ჭურვი ისროლა.
ისრაელელი სამხედროების განცხადებით, ჭურვები შომერასა და შლომის თემებთან ახლოს ჩამოვარდა.
მათივე ინფორმაციით, შაბათ-კვირას ისრაელში „ჰეზბოლას“ მიერ გასროლილი კიდევ ორი ჭურვი ჩამოვარდა. ამასთან, ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, მათ ლიბანში, ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების
ცნობით, „ზუსტი დარტყმა“ განხორციელდა ტერორისტული დაჯგუფების მიერ გამოყენებულ სამეთაურო ცენტრზე. იქამდე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადეს, რომ ისრაელის თავდასხმა „ჰეზბოლას“ იერიშის საპასუხოდ განხორციელდა.