აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება
დღეს, 17:46
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები ქალაქ შუშაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში, თემაზე „რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში: მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.

დაგეგმილია ვარლამ ლიპარტელიანის სიტყვით გამოსვლა პანელური დისკუსიის ფორმატში.