პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე სპეციალური სამაჯურებით ითამაშებენ.
„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ვიტინიამ ჟურნალისტებთან ილაპარაკა იმ აქსესუარზე, რომელიც პორტუგალიელთა გუნდში ერთიანობის სიმბოლო უნდა გახდეს.
„ეს სამაჯურები პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუიშ მონტენეგრუმ გადმოგვცა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ შეგვიძლია ეს აქსესუარი მინდორზე ვიქონიოთ.
სამაჯურებზე ჩვენი ყველა ფეხბურთელის სახელია, ასევე დიოგო ჟოტას სახელი. მონტენეგრუმ გვითხრა, რომ თავად შეგვიძლია გადავწყვიტოთ, გავიკეთოთ თუ არა ის მატჩების დროს.
ეს სამაჯურები დიდი აღფრთოვანებითა და ენთუზიაზმით მივიღეთ და გადავწყვიტეთ, რომ ყველგან ვატაროთ ის“, - განაცხადა ვიტინიამ.
„ლივერპულისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი დიოგო ჟოტა 2025 წლის 3 ივლისს დაიღუპა ავტოკატასტროფაში. მაღალი სიჩქარით მოძრაობისას მის „ლამბორგინის“ საბურავი გაუსკდა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.