დონალდ ტრამპი - ბეირუთზე დღეს დილით თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო, განსაკუთრებით, როდესაც ასე ახლოს ვართ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან
დღეს, 19:17
დონალდ ტრამპი ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებულ იერიშს აკრიტიკებს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ისრაელმა მსგავსი მოქმედებები უნდა შეწყვიტოს, მაშინ, როდესაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ასე ახლოს არიან.
„ბეირუთზე დღეს დილით თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო, განსაკუთრებით ისეთ დღეს, როდესაც ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან ასე ახლოს ვართ. ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საფრთხეებისგან, მაგრამ თავდასხმა, რომელზეც ის პასუხობდა, ძალიან მცირე და უაზრო იყო, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა და მან არ უნდა შეაფერხოს ეს მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომელიც მშვიდობას მოიტანს რეგიონში, მათ შორის ლიბანში, და ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს მოქმედება. ისრაელის მხრიდან ლიბანის არცერთ წერტილში აღარ უნდა იყოს თავდასხმები, მაგრამ ასევე არ უნდა იყოს თავდასხმები სხვა მხარისგან, მათ შორის „ჰეზბოლასგან“, ისრაელის წინააღმდეგ. ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი და ლამაზი მშვიდობის დასაწყისი“, - წერს ტრამპი.