საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად 15 ივნისს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდრ
ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.