თბილისში, ავლაბრის დასახლებაში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში გაჩნდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე შენობიდან კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას შესაბამისი სამედიცინო შემოწმება უტარდება.