დონალდ ტრამპი - გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უპრობლემოა
დღეს, 17:23
გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი წერს, „ისინი მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო, დაცული და უპრობლემოა“.

„ასევე არსებობს გადაადგილების სხვა მარშრუტებიც!!!“ - წერს დონალდ ტრამპი.