რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საკონტროლო მატჩში ამერიკას შეხვდება - ამ თამაშის შემდეგ მწვრთნელები მსოფლიო თასისთვის შემადგენლობას დაასახელებენ #1TVSPORT
დღეს, 18:41
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზეა. ტურნირის დაწყებამდე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ორ გასახურებელ თამაშს ჩაატარებენ - 11 ივნისს ამერიკის 20-წლამდელთა ნაკრებთან, 22 ივნისს კი ახალზელანდიელ თანატოლებთან.

აშშ-ის ნაკრებთან მატჩი რუსთავში 16 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის შემდეგ ვიტო კოლელიშვილი და მისი სამწვრთნელო გუნდი სატურნირო, 30-კაციანი შემადგენლობას დაასახელებს.

რუსთავში გუნდების განაცხადში 29 მორაგბე იქნება, რაც მწვრთნელებს შესაძლებლობას მისცემს, რომ კანდიდატები საქმეში კიდევ ერთხელ ნახონ და ამის შემდეგ შეარჩიონ საბოლოო შემადგენლობა.

შეკრებაზე მყოფი მორაგბეებიდან, აშშ-ს წინააღმდეგ გიორგი ტურაშვილი, ანრი შველიძე, ლევან ეზიეშვილი, ნიკოლოზ კუმარიტოვი, გიორგი მეფარიშვილი და მიხეილ შიოშვილი არ ითამაშებენ. სამხრეთაფრიკული ტურნეს შემდეგ გუნდს ნიკოლოზ ბალანჩივაძე, საბა ნოზაძე, ანდრია ბილანიშვილი, დავით ბარამია, გიორგი ხონელიძე, გიგი სირბილაძე და დავით ბარბაქაძე დაემატნენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები აშშ-სთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
ხაზი: 15. დათა არობელიძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. საბა ნატროშვილი, 10. გიგი სირბილაძე, 9. დაჩი წიკლაური;

შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. ანდრია ბილანიშვილი, 5. თორნიკე ტორაძე, 6. გიორგი ზაზაძე, 7. გიორგი არძენაძე, 8. ირაკლი ყოლბაია.

სათადარიგოები: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. საბა ნოზაძე, 19. დავით ბარამია, 20. ლუკა ნარსია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. ლეონიდე სალდაძე, 23. ნიკოლოზ ხალვაში; 24. არჩილ ნოზაძე, 25. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 26. გიორგი ხონელიძე, 27. მათე მახარაძე, 28. დავით ბარბაქაძე, 29. ავთანდილ ზვიადაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი

20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ - მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.