მიუნხენის „ბაიერნმა“ ნიდერლანდების პსვ-სთან ისმაელ საიბარის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, - ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანოს ცნობით, გარიგების ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო შეთანხმება შედგა.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, საიბარი ამჟამად მაროკოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად აშშ-ში იმყოფება და მუნდიალზე ასპარეზობს, შესაბამისად, საჭირო სამედიცინო შემოწმებასაც იქვე გაივლის. 25 წლის შემტევმა მსოფლიო პირველობა შთამბეჭდავად დაიწყო და სადებიუტო შეხვედრაში ბრაზილიელთა კარში გოლი გაიტანა.
საიბარი პსვ-ს რიგებში 2022 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ჯამში 142 შეხვედრა ჩაატარა, თავი 42 გატანილი გოლითა და 29 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.