ნიკოლოზ ბასილაშვილი ქალაქ ჰალეში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირს გამოეთიშა. საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ, ძირითად ბადეში, პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი გერმანელ დანიელ ალტმაიერს დაუპირისპირდა და ორ სეტში - 5:7, 4:6 დამარცხდა.
პირველ სეტში გერმანელმა ბრეიქის შესრულება ანგარიშზე 4:4 მოახერხა, ბასილაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სეტი მაინც დათმო. მეორე სეტში ქართველი 3:1 გავიდა წინ, რის შემდეგაც ზედიზედ სამი გეიმი წააგო და საბოლოოდ, პარტიაც დათმო.
ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად ბასილაშვილმა გერმანიის წარმომადგენელი დუდარა და იტალიელი ლორენცო მუზეტი დაამარცხა.