დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპაში ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა - „ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება“
დღეს, 18:58
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპაში მისი ოფიციალური ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა.

მისივე თქმით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი მიღწევა არის იმის ხაზგასმა, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აშშ-ის ეკონომიკა უმჯობესდება, ნავთობის ფასები კი ეცემა.

„45 წუთში საფრანგეთიდან პრესკონფერენციას გავმართავ. შემდეგ ვერსალში გავემგზავრები ფრანგ და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად სავახშმოდ და დღეს, საღამოს სახლში დავბრუნდები. მოგზაურობა დიდი წარმატებით დასრულდა, მაგრამ ძირითადად, რაზეც ხალხს საუბარი სურდა, არის ის ფაქტი, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება. შესანიშნავი ციფრებია ყველა კატეგორიაში შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის. დღეს უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ოდესმე უმუშავია. 19.1 ტრილიონზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება აშშ-ში ქარხნებსა და სხვა ყველაფერში, მაგრამ, რაც მთავარია, საფონდო ბირჟის ბოლოდროინდელი მაჩვენებლები ძალიან მაღალია და, ასევე, ნავთობის ფასები ეცემა“, - წერს ის.