ბრაზილიის ნაკრების ლეგენდა რონალდო გამოეხმაურა არგენტინის ნაკრების კაპიტნის ლიონელ მესის ჰეთ-თრიკს ალჟირის ნაკრების კარში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში.
„ყოველ ჯერზე, როცა მესი მინდორზე ფეხს დგამს, ყველაფერი ისტორიული და დახვეწილი ხდება. სამყარომ უნდა შეწყვიტოს მალვა და აღიაროს ის ფაქტი, რომ ლეო - ყველა დროის უდიადესი მოთამაშეა. ის აგრძელებს ყოველ სეზონში მძლავრად გამოსვლას. ეს დაუვიწყარი და ისტორიული ღამე იყო, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიის სახელმძღვანელოებში“, - მოჰყავს რონალდოს სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.