მასუდ ფეზეშქიანი - ეს არის ისტორიული დოკუმენტი და გზავნილი ძლიერი ირანიდან, მშვიდობა იქნება მიღწეული ორმხრივი პატივისცემით
დღეს, 17:37
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმება „ისტორიულია“.

„ეს არის ისტორიული დოკუმენტი და გზავნილი ძლიერი ირანიდან: მშვიდობა იქნება მიღწეული ორმხრივი პატივისცემით. ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის იყო ერთგული და ურყევი გლობალური მშვიდობის მიმართ. ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, ასევე პროგრესისა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართ“, - წერს ფეზეშქიანი.

ირანის პრეზიდენტმა ასევე გამოაქვეყნა დოკუმენტის სურათი, რომელზეც მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმოწერაა.

این یک سند تاریخی و پیامی از ایران مقتدر است: صلح در سایه احترام متقابل تحقق خواهد یافت.


جمهوری اسلامی ایران به صلح جهانی با حفظ عزت و استقلال، پیشرفت و همکاری منطقه‌ای همواره متعهد و پایبند است. pic.twitter.com/FgbeHSioKX

— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) June 18, 2026