The Times - ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა შეიმუშაოს
დღეს, 19:16
ლეიბორისტული პარტიის მინისტრები კირ სტარმერს გადადგომის ვადის განსაზღვრისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, პირადი შეხვედრების დროს მინისტრები სტარმერს ეუბნებიან, რომ მისი დრო ამოიწურა და მოუწოდებენ, შეიმუშაოს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემის გეგმა.

როგორც The Times-ი წერს, მსგავსი პოზიცია უკვე გამოხატეს ენერგეტიკის მინისტრმა, ედ მილიბენდმა  და შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა.

სტარმერი უახლოეს დღეებში მინისტრებსა და პარლამენტის წევრებთან შეხვედრებსა და სატელეფონო საუბრებს გეგმავს, რათა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარდაჭერა შეინარჩუნოს.