გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება
დღეს, 17:17
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად ექვსი თვე განისაზღვრა.

ახტალის პარკში, პროექტის მიხედვით, დაიგეგმება საბავშვო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული არეალები, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელი.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.