ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო იტალიის სერია C-ს წარმომადგენელ „რავენაში“ ითამაშებს, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოცემა Tuttomercatoweb-ი წერს, რომ რონალდინიოს ფუნქციები მხოლოდ მოედანზე გასვლით არ ამოიწურება. ვარსკვლავი გუნდის თანამფლობელიც (აქციონერი) გახდება.
კონტრაქტის ოფიციალური დეტალები, როგორც მოსალოდნელია, 23 ივნისს მაიამიში გასაჯაროვდება. ემილია-რომანიას რეგიონის კლუბის უპირველეს ამოცანას კი სერია B-ს საგზურის მოპოვება წარმოადგენს.
ამჟამად 46 წლის რონალდინიომ პროფესიონალურ დონეზე ბოლოს 2015 წელს ითამაშა. ბრაზილიელი „ოქროს ბურთის“ გამაჯვებული და მსოფლიო ჩემპიონია.