ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ლამინ იამალმა კომენტარი გააკეთა ლიონელ მესის ჰეთ-თრიკზე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ალჟირის წინააღმდეგ.
„ყოველი მატჩი ამტკიცებს, რომ ლეო - საუკეთესოა ისტორიაში. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავად იგონებენ ამ ეჭვებს. აქ მეტი არაფერია სათქმელი. ჩემი კერპი ნეიმარია, მაგრამ მესი - საუკეთესოა“, - მოჰყავს იამალის სიტყვები ტელეკომპანია RTVE-ს.
გარდა ამისა, „ბარსელონას“ ვარსკვლავმა საკუთარი თავი შეადარა მესის და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდს კილიან მბაპეს.
„ჩემი სათამაშო სტილი განსხვავებულია. მე მინდა თამაშისგან სიამოვნების მიღება, მოგება. არ მინდა 16 გოლი გავიტანო და ნახევარფინალში დავმარცხდე. ეს ის არ არის, რისკენაც ვისწრაფი“, - განაცხადა იამალმა.