ოპოზიციის წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება
დღეს, 20:54
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ორგანიზებით, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება.

მსვლელობის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით: „გვახსოვს გავრილოვის ღამე“, „თავისუფლება ელენე ხოშტარიას“.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიებიდან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“.