ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა მარია ალავიძემ სინქრონულ ცურვაში მსოფლიოს თასის
სუპერფინალი წარმატებით დაასრულა. იგი სამ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა - ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ქართველმა მოცურავემ ტორონტოში, თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა და 267.8437 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ მარია ალავიძე აქამდე რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, ხოლო ამ წარმატების შემდეგ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.