რუსეთის იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორნაციას ზაპოროჟიის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი
ავრცელებს.
„უკვე ხუთი დაღუპული და ათი დაშავებულია. იზრდება მსხვერპლის რაოდენობა მტრის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეზე. კერძო სახლის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ამგვარად, დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. სამედიცინო დახმარება ათ ადამიანს დასჭირდა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელებში.
ფედოროვის თქმით, ზაპოროჟიის ოლქში ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების საფრთხე კვლავ არსებიბს.