ვიქტორ იუშჩენკომ პოლონეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე, „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი თქვა
დღეს, 21:37
უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ პოლონეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე - „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი თქვა.

უკრაინული მედიის ცნობით, იუშჩენკომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ჯილდოს ჩამორთმევა გადაწყვიტა.

ამასთან, ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა.

კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილება უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების“ სახელის მინიჭების სკანდალს უკავშირდება.