დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, არმატურით დატვირთულმა სატვირთო ავტომობილმა დაამუხრუჭა, რა დროსაც არმატურა, რომელიც მანქანით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და სატვირთოს კაბინას დაეცა. შედეგად, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.