უკრაინული მედიის ცნობით, კიევში ლგბტქ+ საზოგადოების აღლუმი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
დღეს, 13:57
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ლგბტქ+ საზოგადოების აღლუმი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. უკრაინის დედაქალაქში მობილიზებულია პოლიცია.

უკრაინული სააგენტოს, „უნიანის“ ცნობით, ლგბტქ+ აღლუმის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების ლეგალიზაციაა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, მსვლელობაში 5000 ადამიანი მონაწილეობს.

პარალელურად, კიევში აქციას მართავენ ლგბტქ+ თემის მოწინააღმდეგეები. მათი თქმით, ისინი შეიკრიბნენ ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახის დასაცავად. ისინი კიევში მიმდინარე ლგბტქ+ აღლუმს „ტრადიციული ღირებულებების შეურაცხყოფას“ უწოდებენ.

ორი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად კიევში მობილიზებულია პოლიცია. რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება აკრძალულია.