გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ეროვნული გუნდის ცენტრალური მცველის, ნიკო შლოტერბეკის სერიოზული ტრავმის შესახებ გამოაცხადა.
„დორტმუნდის“ ფეხბურთელი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში კოტ დ’ივუარის მატჩის შესვენებაზე ანტონიო რიუდიგერით შეცვალეს.
„ნიკოს, სავარაუდოდ, მყესები აქვს დაზიანებული. ყველაფერი საკმაოდ ცუდად ჩანს“, - მოჰყავს ნაგელსმანის სიტყვები იტალიელ ჟურნალისტს, ფაბრიციო რომანოს.