საფრანგეთისა და ერაყის მატჩი, შეიძლება, ჭექა-ქუხილის გამო ჩაიშალოს #1TVSPORT
დღეს, 16:31
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი (23 ივნისი) საფრანგეთსა და ერაყს შორის ჭექა-ქუხილის გამო ჩაშლის პირასაა. შეხვედრა ფილადელფიაში, „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდის“ სტადიონზე უნდა გაიმართოს. ამ ინფორმაციას გაზეთი L’Équipe-ი ავრცელებს.

ელოდებიან, რომ მატჩის დროს ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე აიწევს. ამასთან, პერიოდულად იქნება ჭექა-ქუხილი და წვიმა. მოქმედი პროტოკოლის გამო, მატჩი, შეიძლება, შეწყდეს.

2025 წლის ზაფხულში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართებიდა, მერვედფინალური მატჩი „ჩელსისა“ და „ბენფიკას“ შორის დაახლოებით ორი საათით იყო შეწყვეტილი ჭექა-ქუხილის გამო.