დიბალა შეიძლება „იუვენტუსში“ დაბრუნდეს #1TVSPORT
დღეს, 15:30
„რომას“ არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდეს.

ინტერნეტგამოცემა Football Italia-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის „იუვენტუსი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს დიბალას აგენტთან, და ეს იმის მიუხედავად, რომ პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები „რომასთან“ ახალ კონტრაქტზე.

დიბალამ შვიდი სეზონი გაატარა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში და ამის შემდეგ გადავიდა „რომაში“ - 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით.

32 წლის ფორვარდის კონტრაქტი დედაქალაქურ კლუბთან 31 ივნისს იწურება.