მადრიდის „ატლეტიკო“ გეგმავს „ლევერკუზენისა“ და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველის ალეხანდრო გრიმალდოს გაფორმებას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია.
ტრანსფერის თანხა 12 მილიონი ევრო იქნება, კონტრაქტი კი 2029 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივების ოპცია.