„რეალი“ ენცო ფერნანდესთან შეთანხმდა #1TVSPORT
დღეს, 14:38
მადრიდის „რეალმა“ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია „ჩელსისა“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველთან, ენცო ფერნანდესთან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ.

წყაროს ცნობით, ესპანურ გრანდსა და ფეხბურთელს შორის მიღწეულია პრინციპული შეთანხმება კონტრაქტზე, რომელიც 2032 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. აღნიშნავენ, რომ „რეალი“ მზად არის, მსხვილი წინადადებით მიმართოს „ჩელსის“ და სცადოს, შეიძინოს ნახევარმცველი, რომელსაც თავადაც სურს ლონდონის დატოვება და „რეალში“ გადასვლა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ჩელსიმ“ ფერნანდესის სანაცვლოდ 138 მილიონი ევრო მოითხოვა.

გასულ სეზონში არგენტინელმა ყველა ტურნირზე 54 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2032 წლის ზაფხულამდეა ძალაში.