„ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი საქართველოში გაემგზავრება და ზურიკო დავითაშვილს ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად პირადად შეხვდება - ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლის კლუბთან დაახლოებული თურქი ჟურნალისტი
აიდის ქერემი ავრცელებს.
„ექსკლუზივი - ზურიკო დავითაშვილი შვებულებას სამშობლოში ატარებს. „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი,
ონდერ ოზენი ერთად უახლოეს მომავალში დავითაშვილთან შესახვედრად საქართველოში გამგზავრებას გეგმავს.
ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბის, „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობა ტრანსფერში დაახლოებით 15 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. თუმცა, დავითაშვილის პრიორიტეტი ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაშია. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები“, - წერს თურქი ჟურნალისტი.