28 ივნისს შიო მესამე სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავს
გუშინ, 22:08
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.