მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ლამინ იამალის სადებიუტო გოლი მუნდიალზე და ესპანეთის ნაკრების პირველი გამარჯვება [ვიდეო] #1TVSPORT
გუშინ, 22:04
H ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც საუდის არაბეთი დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
პირველ ტურში კაბო ვერდესთან (0:0) მოულოდნელად დაკარგული ქულების შემდეგ ესპანელთა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა - მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სასტარტოში დაწყო თამაში ლამინ იამალმა, რომელმაც მე-10 წუთზე მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო გოლი გაიტანა და ესპანეთის ნაკრები დააწინაურა.
21-ე და 24-ე წუთებზე მიკელ ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა და ესპანეთმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.
მეორე ნახევარში მათ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს - მარკ კუკურელიას დარტყმული ბურთი ტამბაჰტიმ საკუთარ კარში ჩაჭრა და ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სამი ქულა მოიპოვა.