მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | კაბო ვერდემ ურუგვაისთანაც ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს, 04:47
კაბო ვერდეს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ესპანეთთან ფრე შემთხვევითობა და გამართლება არ ყოფილა - პატარა, კუნძულოვანი ქვეყნის ნაკრებმა ჯგუფის მეორე ფავორიტთანაც ქულა მოიპოვა. ურუგვაი-კაბო ვერდე - 2:2.

მიმდინარე მუნდიალზე ეს მატჩი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა:

21 წუთი - ლენინიმ აფრიკელები შორეული საჯარიმო დარტყმით დააწინაურა.

44 წუთი - არაუხომ თავურით წონასწორობა აღადგინა.

45+6 წუთი - არაუხოს თავური გადაცემით კანობიომ პირველივე ტაიმში მოუპოვა უპირატესობა ურუგვაის.

61 წუთი - ვარელამ ურუგვაელი მცველების შეცდომით ისარგებლა და საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

ასე და ამგვარად, ესპანეთთან 0:0-ის შემდეგ კაბო ვერდემ ურუგვაისთანაც ფრედ, 2:2 ითამაშა. ჯგუფიდან გასასვლელად კი ბოლო ტურში საუდის არაბეთთან გამარჯვება სჭირდება. კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია ურუგვაი - მასაც ორი ფრე აქვს და პლეი ოფში რომ მოხვდეს, ბოლო ტურში ესპანეთი უნდა დაამარცხოს.